რეგიონი
აფახაზეთის სოფლებში საპატრულო ეკიპაჟები იმორიგევებენ
აფხაზეთის სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში მილიცია პატრულირებას დაიწყებს, ამის შესახებ დე ფაქტო შსს-ს მინისტრმა ლეონიდ ძაპშბამ განაცხადა.

"უახლოეს დროში აფხაზეთის სოფლებში საპატრულო ეკიპაჟებს ნახავთ. ავტომობილები სპეციალური საშუალებებით აღიჭურვება", — დასძინა მან.

ძაპშპას თქმით, საპატრულო ეკიპაჟები სოფლებში მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ გააკონტროლებენ. მილიციის თანამშრომლები მოსახლეობას აუცილებელ დახმარებას გაუწევენ.

დე ფაქტო მინისტრმა განმარტა, რომ სამორიგეოდ მილიციის 140 საპატრულო მანქანა გავა.

ლეონიდ ძაპშბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის გზებზე 24-საათიანი პატრულირების შედეგად, საგრძნობლად იკლო საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვმა.

Print