რეგიონი
დღეს ზუგდიდის და ჩხოროწყუს ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
4 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ზედა ეწერის“ 10 კვ შემყვნი ფიდერი N5 11:00 14:00 საათამდე , რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის სოფელ ზედა ეწერის 1230 აბონენტს ( სოფლები: ზედა ეწერი,საჭითანაო და კორცხელი).

ასევე ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ლესიჭინის“ 10 კვ შემყვანი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 1254 აბონენტს(სოფლები: კოლხეთი-1 კოლხეთი-2, განთიადი 1, განთიადი 2).

Print