რეგიონი
აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 3 აპრილს გაიმართება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ადგილობრივი თვითმმართველობის

არჩევნების ჩატარების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდის ინფორმაციით, არჩევნები 2016 წლის 3 აპრილს გაიმართება.

 


ამასთან, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ე.წ. პარლამენტის მიერ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებულ კანონს "გალის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების" შესახებ.
აღნიშნული კანონის თანახმად, 2011 წლის 12 თებერვალს დაკომპლექტებულ გალის რაიონის თვითმმართველობას უფლებამოსილება 2017 წლის 12 თებერვლამდე გაუხანგრძლივდა.

 

Print