რეგიონი
H1 N1 ვირუსით გალში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ ე.წ. "ღორის გრიპით" კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუმარტა, გალში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში 27 იანვარს გადმოიყვანეს და მას H1 N1 ვირუსი დაუდგინდა.

"პაციენტი დღემდე მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ეს ზუგდიდში გრიპით გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევაა, თუმცა გარდაცვლილთაგან H1 N1 ვირუსი ნაწილს დაუდგინდა, ნაწილს კი არა.
Print