რეგიონი
სვანეთის გზებზე შეზღუდვები კვლავ რჩება
დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებიამხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულიად თავისუფალია.

Print