რეგიონი
ზემო სვანეთის გზებზე შეზღუდვები ისევ რჩება
დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები ისევ მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალი.

ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე თავისუფალია. ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულიად თავისუფალია.
Print