რეგიონი
აფხაზეთის სანაპიროები გაქირავდება
აფხაზეთის ქალაქებსა და მსხვილ საკურორტო ცენტრებში მიმდინარე წელს ზღვის სანაპიროები გაქირავდება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა.

კერძო პირები, რომლებიც სანაპიროებს დაიქირავებენ, მათ სისუფთავეზეც აგებენ პასუხს.

ამასთან, საცურაო ზონა ყველასთვის მისაწვდომი დარჩება.

დე ფაქტო აფხაზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს აფხაზეთში 7 მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. ადლერიდან გაგრამდე ელმავლებმა დაიწყეს მოძრაობა, სოჭიდან ბიჭვინთამდე - კატამარანმა.

ამავე ინფორმაციით, 2016 წელს რუსეთთან სატრანსპორტო კავშირი კვლავ გაგრძლედება.

მიქვაბიამ დასძინა, რომ ამჟამად კურორტ გაგრას ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია იგეგმება.

Print