რეგიონი
სვანეთის გზებზე შეზღუდვები რჩება
დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე თავისუფალია. მოძრაობა ასევე თავისუფალია ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე.
Print