რეგიონი
აფხაზეთში აბორტის ამკრძალავი კანონი მიიღეს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აბორტების აკრძალვას ითვალისწინებს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, უფრო ადრე ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ე.წ. პარლამენტმაც მოიწონა. 

ახალ კანონში შეტანილი ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს აბორტების აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მომავალი დედის სიცოცხლეს.

Print