რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
10 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის განაცხადით, 13:30 საათიდან 13:50 საათამდე გამოირთვება 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-I” ხაზის ტესტირების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 40149 აბონენტს (21337 აბონენტი ქალაქი და სოფლები: დარჩელი, ზედა ეწერი, კახათი, ყულიშკარი, რუხი, ცაიში, ოდიში და მიმდებარე სოფლები 18812 აბონენტი ). ასევე,14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება 5-5 წუთით ქვესადგური „ვექტორის“ ფიდერები მორიგეობით, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1439 აბონენტს (ქალაქი).

10 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის განაცხადით 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-II” ხაზის ტესტირების მიზნით 07:30 საათიდან 07:35 საათამდე გამოირთვება ქვესადგურები: ჩხორჰესი და ხაბუმე, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 7518 აბონენტს (3327 აბონენტი ქალაქი და სოფლები: ახუთი, ნაკიანი, ჭოღა-ნაფიჩხოვო, ხაბუმე, მუხური 4191 აბონენტი).

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „მარტვილის“-ის 10 კვ ფიდერები: ფიდერი „ნაგვაზაო“ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე 1276 აბონენტი.ფიდერი „ოპტიკა“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 628 აბონენტი;
ფიდერი „აბედათი“ 14:00 საათიდან 15:30 საათამდე 1293 აბონენტი;
ფიდერი „პურკომბინატი“ 15:30 სააიდან 17:00 საათამდე 1300 აბონენტი,რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 4497 აბონენტს (ქალაქი 1928 აბონენტი და 2569 აბონენტი სოფლები: ნაგვაზაო და აბედათი).




Print