რეგიონი
ზემო სვანეთის გზებზე გარკვეული შეზღუდვებია
ზემო სვანეთის მიმართულებით გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი, თუმცა მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სადაც დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო მესტია-უშგულის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print