რეგიონი
მესტიას და მარტვილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
12 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადაცემი ხაზი „ნალეფსაო“ ( ქვესადგური „დიდი ჭყონი“) 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურების ცენტრის 4757 აბონენტს (სოფლები: თამაკონი, სალხინო, კურზუ, კიწია, ჭყონი, მახარაძე).

ასევე, სახელმწიფო ელექტროსისტემის ავარიული განაცხადით, 09:00 საათზე და 18:00 საათზე 5-5 წუთით სამუშოებთან დაკავშირებით ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მომსახურების ცენტრის 3105 აბონენტს (817 აბონენტი მესტია და 2288 აბონენტი სოფლები: დიზი, ეწერი, ლახამულა, ლენჯერი, ზურულდი, ჭუბერი, იფარი, ვედი, ხაიში, იდლიანი, ჯორკვარი, უშგული).

ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გამოირთვება ქვესადგური ხუდონის 6 კვ ფიდერი სოფელ ბარჯაში, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მომსახურების ცენტრის სოფელ ბარჯას 7 აბონენტს.

Print