რეგიონი
დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ
ზუგდიდში, სოფელ ურთაში დაკარგული მამაკაცების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა მოთხოვნები შეცვალეს და პოლიციის სამმართველოსთან გზა ისევ გადაკეტეს. ისინი დაკარგულების ძებნაში დამატებითი ძალების, მათ შორის ვერტმფრენისა და სპეცრაზმის ჩართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

აქცია პოლიციის ჩარევის შემდეგ დაიშალა.

შეგახსენებთ, წუხელ სოფელ ურთაში დაკარგული მამაკაცების ახლობლებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. ისინი პოლიციისგან ოჯახისთვის საქმის ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ. მათი ვარაუდით, შესაძლოა, მამაკაცები შურისძიების მიზნით გაიტაცეს.
Print