რეგიონი
14 თებერვალს ხობს და სენაკს ელექტროენერგია შეეზღუდება
14 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემ ხაზ „ხორგა“-ზე დაგეგმილი სამუშაოების მიზნით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „მუხური10“,რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურების ცენტრის სოფელ სირიაჩკონის 132 აბონენტს.

ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემ ხაზ „ხორგა“-ზე დაგეგმილი სამუშაოების მიზნით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ქვემო ქვალონი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურების ცენტრის სოფელ ქვემო ქვალონის 819 აბონენტს. ( ჩართვა-გამორთვის დროს 5-5 წუთით ძაბვა შეუწყდება 35 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ქვალონი“ (ქვესადგურები: პატარა ფოთი-I-II, შუა ხორგა, ახალი სოფელი) 2672 აბონენტი).

Print