რეგიონი
დასავლეთ საქართველოს ნაწილს დღეს და ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
15 და 16 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემ ხაზ „ხორგა“-ზე დაგეგმილი სამუშაოების მიზნით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (საღამოს ჩართვით) გამოირთვება ქვესადგური „მენჯის“ 10კვ. ფიდერი რეკას განშტოება, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურების ცენტრის სოფელ რეკას 55 აბონენტს.

დღეს კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი-I“-ს 6 კვ. ფიდერები: ფიდერი N21 11:00 საათიდან 12:30 საათამდე 3 აბონენტი; ფიდერი N23 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 162 აბონენტი, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 165 აბონენტს (ქალაქი).

ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, გამოირთვება ქვესადგური „ჩხორჰესის“ 10 კილოვოლტის შემყვანი 10 კვ. უჯრედის შეცვლის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 4252 აბონენტს (ქალაქი 3234 და სოფლები: ნაკიანი, პროფილაქტიკა-ახუთი, ქვემო ჩხოროწყუ- 1018 აბონენტი).

Print