რეგიონი
ზუგდიდის რაიონის სოფლებს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
16 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ინგირი“ (ქვესადგურები: კახათი, დარჩელი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 6617 აბონენტს (სოფლები: კიროვი-2, ანაკლია, ერგეტა, კიროვი-3, ორული, დიდი ნეძი, ახალკახათი, კოკი, ორსანტია, თარგამული და მიმდებარე სოფლები).

Print