რეგიონი
გალის რაიონის სკოლებსა და ბაღებში კარანტინი 25 თებერვლამდე გაგრძელდება
გალის რაიონის სკოლებსა და ბაღებში კარანტინი 25 თებერვლამდე გაგრძლედება. ამის შესახებ გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გიორგი შონიამ განაცხადა.

მისი თქმით, 1-დან 15 თებერვლამდე საავადამყოფოს 215-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 87– ბავშვია. მხოლოდ შაბათს, საავადმყოფოს 31- მა ადამიანმა მიმართა.
შონიას მონაცემებით, 4 ადამიანი გარდაიცვალა, სამი - ზუგდიდში, სადაც ისინი ნათესავებმა გადაიყვანეს და ერთი- სოხუმში. ზუგდიდში გარდაცვლილებს ოფიცილურად დაუდასტურდათ დიაგნოზი H1N1.

გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის ინფორმაციით, ამ დროისათვის საავადმყოფოში 9 ადამიანი იმყოფება, დანარჩენი ორი, გართულებების გამო, ნათესავების მოთხოვნით,ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

"ასეთი გრიპი არ არის ტყვარჩელის და ოჩამჩირეს რაიონში, ის ზუგდიდშიც არ არის. დაავადებულები გალიდან არიან, მხოლოდ ერთია - ბარღებიდან", - განაცხადა შონიამ.

მან განმარტა, რომ ზუგდიდში გარდაცვლილი 35 წლის გალელი მამაკაცის მეუღლე და შვილი ჯანმრთელები არიან, თუმცა, მასთან მუდმივ კონტაქტში იყვნენ.
"ჩვენ ამ მონაცემებს ვაანალიზებთ, დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს ვამოწმებთ, თუმცა ჯერ ინფექციის სწყარო ვერ აღმოვაჩინეთ", - აღნიშნა შონიამ.

Print