რეგიონი
აფხაზეთში ელექტროენერგიაზე შეზღუდვები მოიხსნა
ელექტროენერგიის მიწოდებაზე არსებული შეზღუდვები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაუქმებულია. აფხაზური "ჩერნომორენერგოს" ცნობით, ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად აფხაზურ-რუსულ-ქართული მოალაპარკებები გაიმართა.

მხარეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდების მოდელი შეუმუშავეს, რაც მიმდინარე წლის მარტში აფხაზეთის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რომ უხვი ნალექის დაწყებამდე, რაც "ენგურჰესში" საკმარისი წყლის რაოდენობის დაგროვებას განაპირობებს, აფხაზეთს ელექტოერნერგიას რუსეთის ფედერაცია მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მოქმედებდა, რაც 15 აპრილამდე ელექტოენერგიის გრაფიკით  მიწოდებას გულისხმობდა.
Print