რეგიონი
მამუკა ხაზარაძე: "ანაკლიის პორტში ქართველები დასაქმდებიან"
„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა,
რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგების პროგრამის განხორციელება.

მისივე განმარტებით, მათთვის სპეციალური გადამზადების ცენტრი გაიხსნება.

"მშენებლობის პროცესშივე გვინდა, რომ ქართველები იყვნენ დასაქმებულები. ეს ვალდებულება კონტრაქტითაც გვაქვს აღებული. ასევე გვინდა იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც პორტს მოემსახურებიან", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროში აცხადებენ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლების ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3 400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ, პორტში 6 400 ადამიანი იმუშავებს.

2016 წლის 5 თებერვალს  სამთავრობო კომისიამ გამარჯვებულად კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოავლინა. "კონტ ინტერნეიშენალი" აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიაა.

Print