რეგიონი
აგრო ბართების გაცემა დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი დაიწყო.

ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი 50 ლარიან აგრო ბარათებს მიიღებენ.
მიიღებენ.


ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0.25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები, რომელსაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად, მიიღებენ ხვნის ბარათებს ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

მოსარგებლეებს, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები, აგრო ბარათზე დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა, 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.

პირველ ეტაპზე, რეგიონში ბარათს 99 828 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. დამუშავდება 52 021 ჰექტარი მიწის ფარდობი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობა.

Print