რეგიონი
პრემიერი დღეს ზუგდიდს ეწვევა
20-21 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსასხურში განაცხადეს,რომ გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს.

15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება, სადაც 1000-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრი, ასევე, ეწვევა რუხის საზოგადოებრივ ცენტრს და რუხის მრავალპროფილიან საავადმყოფოს, რომელის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია.

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზე არის გათვლილი. პრემიერ-მინისტრი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს შეხვდება და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს.

ხვალ კი გიორგი კვირიკაშვილი კურორტ თეთნულს ეწვევა, სადაც  საბაგიროს გაშვებას დაესწრება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის პირველი ფაზა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და მართვაში გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

Print