რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერა

რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგენკოოსთან და ადგილობრივი მათავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს შ.პ.ს.„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო და ამ დროისთვის ყველა ნაგებობის მშენებლობა დასრულებულია.

პრემიერმა და სპორტის მინისტრმა დღესვე ქალაქ ზუგდიდის მერთან და სამეგრელოს გუბერნატორთან ერთად ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.

ახალი არენა 7233 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის თანახმად, სტადიონს ექნება 10 გასასვლელი გულშემატკივრებისთვის და ოთხი – სასწრაფო და სახანძრო მანქანებისთვის.

სტადიონის ტერიტორიაზე გაიხსნება კვების ობიექტები და მაღაზიები, სადაც სუვენირები და კლუბის სიმბოლიკა გაიყიდება.
Print