რეგიონი
რუხში "თეგეტა მოტორსი" გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, "საპარტნიორო ფონდის" მიერ განხორციელებული ახალი სავაჭრო კომპლექსის პროექტის ფარგლებში, "თეგეტა მოტორსმა" ახალი სერვისცენტრი გახსნა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, "თეგეტა მოტორსმა" 350 000 ლარზე მეტი ინვესტირება ჩადო აღნიშნულ პროექტში და სერვისცენტრი ევროპული ხარისხის დანადგარებით და მოწყობილობებით აღჭურვა.

"თვეების განმავლობაში მიდიოდა შერჩეული, ადგილობრივი კადრების მომზადება სათაო ოფისში, თბილისში, რომლებმაც სპეციალიზებული ტრენინგები გაიარეს პროდუქტების და სერვისის კუთხით. აღნიშნული სერვისცენტრი მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და სრულად დააკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის, თუ კლიენტის მოთხოვნებს", - აღნიშნა "ტეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძემ.

1995 წელს დაარსებულმა კომპანიამ განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლო და დღეს უკვე ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელშიც 6 შვილობილი კომპანიაა გაერთიანებული. 20 წლიანი გამოცდილება უსაფრთხო მომავლისთვის! ეს თეგეტას დევიზია, რაც უკავშირდება უდიდეს გამოცდილებას საავტომობილო სფეროში.

Print