რეგიონი
"ამი2014"-ის მუშების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს (ვიდეო)

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, ადგილობრივი თვითმმართველობის, კომპანია "გზამგების", პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები სამხარეო ადმინისტრაციაში კომპანია „გზამგების“ კონტრაქტორი შ.პ.ს "ამი2014"-ის გაფიცულ მუშებს შეხვდნენ.

როგორც ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ განმარტა, "ამი 2014"-ის საქმეს სამართლებრივი ფორმა მიეცემა და დღეიდან მას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ.

საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების თხოვნით შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
Print