რეგიონი
უშგულის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია
დიდთოვლობის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის ლახამულა-კალას მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო მესტია-კალას მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print