რეგიონი
სოფელ ორსანტიას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას ხვალ, 09:00 საათიდან 26 თებერვლის 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში“განაცხადეს, რომ აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 26 თებერვლის 18:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

Print