რეგიონი
მარტვილის კანიონზე სამშენებლო სამუშაოები მაისში დასრულდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები მხარის რწმუნებულთან ლევან შონიასთან ერთად დაათვალიერა.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ,რომ ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება.

მათივე განმარტებით, ასევე მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და ბელვედერის სამშენებლო სამუშაოები. რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს.

სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

Print