რეგიონი
GEM-Fest 2016-ის Line up-ის მეორე ნაწილი ცნობილია
ანაკლიაში GEM-fest 2016-ის Line up-ის მეორე ნაწილი დღეს ცნობილი გახდა. ამ საკითხზე ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ სასტუმრო "რუმსში" პრესკონფერენცია გამართა.

მისივე თქმით,11-14 აგვისტომდე, ანაკლიას არაერთი ლეგენდარული არტისტი ეწვევა. GEM-fest-ზე სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად გრემის მფლობელი გერმანელი დიჯეი Paul Van Dyk დაუკრავს. Paul Van Dyk მსოფლიოს მასშტაბით ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო დიჯეად.

ანაკლიას ასევე ეწვევა დუო ტრანსის მუსიკის სამყაროში აღიარებული Cosmic Gate. ფესტივალის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი სტუმარი კი David August იქნება, რომელიც GEM-fest-ზე ორკესტრთან ერთად დაუკრავს.

დღეს, Line up-ის ვარსკვლავების დასახელების გარდა გამოცხადდა მოხალისეების რეგისტრაცია და დაიწყო ღამის გასათევი ადგილების წინასწარი გაყიდვა, კარვების სახით. ერთადგილიანი კარვის ღირებულება 20 ლარი იქნება.

ამ დროისთვის ოთხდღიანი სრული მულტიპასის შეძენა მსურველებისთვის 80 ლარად არის შესაძლებელი, ფესტივალის დაწყებისას კი ამავე პაკეტის ღირებულება 250 ლარი იქნება.

ფესტივალის ორგანიზატორები სხვა არტისტების ვინაობას საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.

ამავე თემაზე:

როდის იგეგმება მორიგი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში?

Print