რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა პერიოდის საბანკო ანაბრებს აუნაზღაურებენ
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შემნახველი ბანკი მოსახლეობას საბჭოთა პერიოდის ანაბრებს აუნაზღაურებს. აფხაზური მედიის ცნობით, თანხები აუნაზღაურდებათ 1970 წლამდე დაბადებულ მოქალაქეებს, ვინც 1992 წლის 14 აგვისტომდე შეიტანეს თანხა ე.წ. შემნახველ ბანკში, ასევე აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს, ასევე მათ მემკვიდრეებს.

აღნიშნული პროგრამა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

საკომპენსაციო თანხის სახით დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში 30 მილიონი რუსული რუბლია გათვალისწინებული.

Print