რეგიონი
სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა
სირიელებმა,ზავის გამოცხადების შემდეგ, პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს. სირიის არაბული წითელი ნახევარმთავრის ორგანიზაციის ინფორმაციით, ასადის ჯარის მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მუადამიაში, დამასკოს მახლობლად, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების 10 სატვირთო მანქანა შევიდა.

გაეროს მონაცემებით, სირიის ალყაშემორტყმულ რაიონებში 480 ათასი ადამიანი იმყოფება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში გაერო 150 ათასზე მეტი ადმიანისთვის გეგმავს დახმარების გაწევას.



Print