რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
10 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის 6 კვ ფიდერი N 7, 12:30 საათიდან 14:00 საათამდე - 381 აბონენტი გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 381 აბონენტს ( ქალაქი). ასევე, 12:00 საათიდან 12:40 საათამდე სახელმწიფო ელექტროსისტემის განაცხადით გამოირთვება ქვესადგური „ვექტორი“ მრიცხველის შეცვლის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1439 აბონენტს (ქალაქი).

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზი „ნაბადა“ 35 კვ I სექციაც (ქვესადგურები: წევა, ნავსადგური -I და ნავსადგური-II), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურების ცენტრის 65 აბონენტს(ფოთი წევა და ნავსადგურის აბონენტები). ასევე 5 წუთიანი წყვეტა ექნება ფოთის მომსახურების ცენტრის 4193 აბონენტს(ქალაქი).


Print