რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

11 მარტს გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის 6 კვ. ფიდერი N 9 11:00 საათიდან 12:30 საათამდე - 867 აბონენტი გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 867 აბონენტს ( ქალაქი).

ასევე,12:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „I მაისი“-ს ფიდერი „დაფნარი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბაშის მომსახურების ცენტრის 720 აბონენტს (სოფელი დაფნარი).

Print