რეგიონი
მოსკოვში გალის ოთხმხრივი შეხვედრების აღდგენაზე იმსჯელებენ
დე ფაქტო აფხაზეთი და რუსეთი 17-18 მარტს მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე, გალში ოთხმხრივი მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.
გალის რაიონში ინცინდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2012 წლის აპრილიდან შეწყდა.

ჩირიკბას თქმით, განიხილება აფხაზეთისა და საქართველოს დელეგაციების შემადგენლობები. აფხაზური მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ დელეგაციის შემადგენლობა იგივე დარჩეს და მასში სამართალდამცავი ორგანოების და საზღვრისპირა რაიონების ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევიდნენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგზე გასატან საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ძალის გამოუყენებლობისა და აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვების შესახებ. მან აღნიშნა, რომ დევნილების საკითხს შეხვედრაზე არ განიხილება.

"ამ შეხვედრებში საქართველოში ე.წ. ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობა გამორიცხულია", - განაცხადა ჩირიკბამ.

ჟენევის დისკუსიების ფორმატით საერთაშორისო მრავალმხრივი შეხვედრები 2008 წლიდან იმართება.
Print