რეგიონი
ფოთში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ორი სეინერი დააკავეს
შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ფოთის საზღვაო ნავსადგურში საქართველოს დროშით მცურავი ორი თევზსაჭერი სეინერი " „KOROGLU BALIKCILIK” და “TRABZON SU URUNLERI-1" დააკავეს.

უწყების ცნობით, გემის კაპიტნებს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.

საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით) დაიწყო. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

Print