რეგიონი
გუბერნატორი: "ზუგდიდში სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ"
ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტები შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნახევარ ფასს გადაიხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტები - უფასოდ იმგზავრებენ.

ცნობისთვის, ლევან შონიამ დღეს სტუდენტებს მთავრობის საქმიანობის 3 წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა.

Print