რეგიონი
აფხაზეთში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობას აღადგენენ
აფხაზეთში მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის აღდგენა დაიწყება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ესკიზების პროექტირება მიმდინარეობს.
ფასადის აღდგენის სამი ვარიანტი, მოსკოვის "პროექტირების და მშენებლობის ცენტრმა" შეიმუშავა.
კომპანია "აფსნირგილარას" გენდირექტორის იგორ კაზანბას განცხადებით, აპრილში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების პროექტირების დაფინანსება იგეგმება.
რუსმა სპეციალისტებმა 2016 წლის თებერვალში მინისტრთა საბჭოს შენობის შესაძლო რეაბილიტა- ციასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ შენობა აღდგენას ექვემდებარება.
მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობა 1993 წელს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაზიანდა. შენობა 1981 წელს აშენდა და მასში აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო იყო განთავსებული.

Print