დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში და ინტერვიუ ადგილობრივ მედიასთან (ვიდეო)
19:33 / 16.03.2016
ზუგდიდს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული
სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი სტუმრობდა. ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
თანამშრომლებს შეხვდა, დაათვალიერა ენგურჰესი და ადმინისტრაციული
საზღვარი. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ევროკავშირის მხარდაჭერით მოწყობილი
სათბურებიც მოინახულა.
დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საანგარიშო სხდომას დაესწრო.
ვიზიტის დასასრულს ალექსანდრა ჰოლ - ჰოლი ზუგდიდის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო
„ათინათმა“ და „ლაივპრესმა“ ერთობლივად ჩაწერეს დიდი ბრიტანეთის ელჩის
ინტერვიუ, რომელშიც მან ბრიტანეთის საბჭოს პრიორიტეტებზე, სავიზო
ლიბერალიზაციაზე, კონფლიქტის დარეგულრების საკითხებზე, ზუგდიდში
ადგილობრივ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან
შეხვედრის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილბებზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები