რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდება
რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და ვიაჩესლავ ჩირიკბა, 18 მარტს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე იმსჯელებენ.

ჩირიკბამ, რომელიც რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, "რია ნოვოსტის" განუცხადა:

"ყოველთვის გვაქვს განსახილველი თემები, რადგან ჩვენი ქვეყნები ინტენსიური ურთიერთქმედების რეჟიმში იყმოფება. სერგეი ვიქტოროვიჩთან ჟენევის დისკუსიების მსვლელობას, აფხაზეთის მოქალაქეებისთვსი რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული მექანიზმის აღდგენაზე, რუსეთ-აფხზეთის საზღვრის გადაკვეთის კომფორტულ რეჟიმზე, საერთაშორისო აღიარებისთვის რუსეთის მხარდაჭერასა, აფხაზეთის გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა საკითხებს განვიხილავთ. ყველა ეს თემა მნიშვნელოვანი და აქტუალურია".

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე "აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განსამტკიცებლად" რუსეთის თანადგომის საკითხებს შეეხებიან.


Print