რეგიონი
დიმიტრი გვარამია : „2-3 წელიწადში გალის დაბალი ზონის ყველა სკოლა აფხაზურ საგანმათლებლო სისტემაზე გადავა“
დე ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ სააგენტო "სპუტნიკთან" გალის დაბალის ზონის სკოლებში აფხაზური საგანმათლებლო პროგრამის დანერგვაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2-3 წელიწადში გალის დაბალი ზონის ყველა სკოლა აფხაზურ საგანმათლებლო სისტემაზე გადავა. გვარამიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ცვლილებები თერთმეტივე სკოლის სასწავლო პროგრამაში შევა.

გვარამიას ცნობით, 2015 წელს ამ სკოლის პედაგოგებმა გალის ჰუმანიტარული კოლეჯის ბაზაზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების კურსები გაიარეს. მისივე თქმით, აღნიშნული სკოლების სასწავლო პროგრამაში რუსული ენის საათების რაოდენობა გაიზარდა.

"ჩვენი გეგმების თანახამდ, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ყველა კლასში სწავლების პროცესი რუსულ ენაზე წარიმართება"- თქვა ე.წ. მინისტრის მოადგილემ. გვამარმიას განცხადებით, 2016 წელს გალის რაიონის მასაწავლებელთა გადამზადების პროცესი კვლავ გაგრძლდება.

მისი თქნით, მანამდე გალის დაბალის ზონის სკოლებში საქართველოს განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამა მოქმედებდა, რის გამოც "ბავშვები მკაფიოდ იყვნენ ორიენტირებული განათლების საქართველოში მიღებაზე".

"დღეს, ამ ბავშვებს აქვთ პერსპექტივა ისწავლონ ჩვენს უნივერსიტეტში ან სწავლა გააგრძელონ ლიმიტებით. მათთვის ეს შესაძლებლობები გაიხსნება" - დასძინა გვარამიამ.

დე ფაქტო აფხაზეთის განათლების სამინსტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, აფხაზური ენის სწავლება სპეციალისტების დეფიციტის გამო რთულდება,ე.წ. სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს.
Print