რეგიონი
მძღოლების მორიგი საპროტესტო აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ მორიგი საპროტესტო აქცია კომპანია"მეტრო პლიუსის" წინააღმდეგ გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა კომპანიამ დატოვოს ზუგდიდი. მათივე განმარტებით, "მეტრ პლიუსს"ადგილობრივი ხელისუფლება ლობირებს.

აქციაზე იმყოფება ტრანსპორტის პროფკავშირების თავჯდომარე ლავრენტი ალანია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია კი  ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს,რომ ამ ეტაპზე კომპანია"მეტრო პლიუსს" შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება.

"ჯანსაღი კონკურენციის პირობებში,რატომაც არ უნდა იფუნქციონიროს "მეტრო პლიუსმა"- აცხადებს ნუკრი ესართია.
Print