რეგიონი
ზუგდიდის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

კერძოდ, 22 მარტს ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 5-10 წუთით გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 7 743 აბონენტს.
Print