რეგიონი
ზუგდიდისა და ფოთის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
23 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -3“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 3503 აბონენტს ( ქალაქი 3072 აბონენტი და 431 აბონენტი სოფლები: კოლხეთი და ახალი სოფელი).

ასევე,11:00 საათიდან 12:00 საათამდე  გამოირთვება ქვესადგური „ფოთი-5“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურების ცენტრის 1088 აბონენტს (ლტოლვილთა დასახლება).
Print