რეგიონი
სტუდენტებს ც ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ (ვიდეო)

ზუგდიდში შოთა მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტებს ც ჰეპატიტზე უფასო ანალიზი გაუკეთდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ც ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე,  დღევანდელი კვლევის ჩათვლით, 7 თვის განმავლობაში 38 რეგიონული გასვლა ჩატარდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ნანა ოდიშარიას განმარტებით, სამეგრელოს რეგიონში სკრინინგულმა კვლევებმა 40%-მდე ინფიცირებული გამოავლინა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეგრელო-ზემო სავნეთის რეგიონულ ლაბორატორიას, რომელიც  ზუგდიდში ჯანაშის ქ. N8 მდებარეობს.

ამავე მისამართზე მათ ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევები და მკურნალობა, როგორც აივ ინფექციზე, ასევე ც ჰეპეტიტის ელიმინაციის პროგრამაზე.


Print