რეგიონი
ქუთაისში პარლამენტის შენობასთან მძღოლებმა აქცია გამართეს
მიკროავტობუსების მძღოლებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მოთხვნა უცვლელია, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და თურქული კომპანია „ მეტროს +“ საქართველოდან გასვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვადო შიმშილს დაიწყებენ და პროტესტის ამგვარ ფორმას გააგრძელებენ მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ქუთაისში, პარლამენტთან მიკროავტობუსების მძღოლების აქციას, სხვადასხვა ქალაქების საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ.



Print