რეგიონი
აბაშაში ხვნის პროცესი დაიწყო
სამეგრელოში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმადინარეობს. აბაშაში ხვნის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გუბერნატორმა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილზევე მიიღო და აღნიშნა, რომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა“ უმნიშვნელოვანესია, რადგან რეგიონში მეოთხე წელია მუშავდება ისეთი მიწები, რომლებსაც ბოლო 20-25 წელია უსახსრობის გამო არავინ ამუშავებდა.

წელს რეგიონში პროგრამით 99 828 ათასი ოჯახი ისარგებლებს და სავარგულებს სრულიად უფასოდ დაამუშავებს.



Print