რეგიონი
გუდაუთაში სამხედრო წვრთნები ჩატარდა
აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსულმა საზენიტო - სარაკეტო ქვედანაყოფებმა წვრთნები ჩაატარეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამხედრო სწავლებების დროს პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო იერიშების, მათ შორის 20 - მდე მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიება მოხდა.

გუდაუთაში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების სამხედრო სწავლებებში 200-მდე სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ამოქმედებული.
Print