რეგიონი
წალენჯიხასა და მესტიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით დღეს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ჯვარი ახალი", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 3 511 აბონენტს (ქალაქი ჯვარი - 2 162 აბონენტი, საჩინო და ჩქვალერი - 1 349).

5-5- წუთით (10:00 საათზე და 16:00 საათზე) გამოირთვება ქვესადგური მესტიის ტ-1 და ქვესადგური იფარი, მესტიის მომსახურეობის ცენტრის 1792 აბონენტი ( 772 მესტიის ცენტრი და 1020 აბონენტი სოფლები: ზურულდი, მულახი, უშგული).

Print