რეგიონი
28 მარტს სამეგრელოს ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
28 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 3 “,12:30 საათიდან 14:00 საათამდე,რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 323 აბონენტს (2 აბონენტი ქალაქი და 321 აბონენტი სოფელი კოლხეთი).

ასევე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება  ქვესადგური „მუხური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურების ცენტრის სოფელ სირიაჩკონის 132 აბონენტს.

ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება  ქვესადგური „მუხური“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურების ცენტრის სოფელ ქვემო ქვალონის 819 აბონენტს.


Print