რეგიონი
მარტვილის რაიონს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
29 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება 35კვ ელექტროგადამცემი ხაზი „წყემი“ 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურების ცენტრის 12770 აბონენტს ( 1928 აბონენტი ქალაქი და 10842 აბონენტი სოფლები: ნაგვაზაო, აბედათი, ბანძა, ლეხაიდრაო, მუხურჩა, ონოღია, ჭყონი, თამაკონი, კიწია, კურზუ, მახარაძე, სალხინო).
Print