რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
30 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 3",- 11:00 საათიდან 12:30 საათამდე,რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 491 აბონენტს ( ქალაქი ) .

ასევე გამოირთვება ქვესადგური „სენაკი-35“,11:00 საათიდან 12:30 საათამდე-96 აბონენტი; ფიდერი „საავადმყოფო“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე - 694 აბონენტი და ფიდერი „შხეფი“ 14:00 საათიდან 15:00 საათამდე -318 აბონენტი.

ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება  ხაზები: ნაბადა, ყორათი-2 და ნავსადგური-I-II  დემონტაჟების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 579 აბონენტს (სოფლები: საქორქიო, დასახლება. პატარა ფოთი) და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზები: ნაბადა, ყორათი-2 და ნავსადგური-I-II (ქვესადგური პატარა ფოთი-I. ფოთი-IV, ფოთი წევა) დემონტაჟების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ფოთის მომსახურების ცენტრის 4258 აბონენტი (შტაბისა და ნაბადის უბნები).



Print